Friday, November 18, 2016

დღე V
 
  დღეს მე ვისწავლე google drive - ში ინტერნეტ გამოკითხვის გაკეთება და გაზიარება. მე ეს ფორმა ძალიან მომეწონა რადგან იოლი შესაქმნელია  და თვითონ პროგრამა აკეთებს სქემებს , დიაგრამებს  პასუხების შესაბამისად . მე ამ მეთოდს გამოვიყენებ პროექტების შექმნისას . როცა საჭირო იქნება გამოკითხვა .
   მართალია ჯგუფურად ვიმუშავეთ დოკუმენტზე , მაგრამ მე ისევ იმ აზრზე ვარ რომ ცალ - ცალკე მუშაობა ჯობია.

Thursday, November 10, 2016

დღე IV

   დღეს მე გავიგე რომ პროექტი და მისი შემედგენელი ელემენტები მეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით შეფასების მეთოდები. ის კარგად გამოხატავს ბავშვის ცოდნის დონეს პროექტის დასაწყისში , მიმდინარეობისას და მის დასასრულს. 
    ვერ გავიგე რა საჭიროა googl  doc - ში ერთობლივი ჯგუფური მუშაობა. როდესაც ყველას თავისი აზრი და დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე. 

Wednesday, November 9, 2016

დღე III

   მე დღევანდელი დღით ვარ კმაყოფილი. დღეს შევქმენი პრეზენტაცია , რომელშიც სული და გული ჩავდე. მგონი კარგი გამოვიდა. იმედია მოგეწონებათ. პროექტის შექმნაშიც წინ მივდივარ და თითქმის შუაში ვარ უკვე.
   პროექტი სწავლის პროცესში გამომადგება , რადგან ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა ვიზუალურად დაინახონ , ვიდრე წაიკითხონ, უფრო მეტი ინტერესი უჩნდებათ შესასწავლი საკითხის მიმართ.
დღევანდელი დღე დამეხმარა გამეანალიზებინა  მიმართულების მიმცემი კითხვების გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს კითხვები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამართონ დისკუსია , იმსჯელონ ერთმანეთის პასუხებზე და შეჯერდნენ საუკეთესო ვარიანტზე.

Thursday, November 3, 2016

დღე  III 


     დღევანდელი დღეც ისეთივე საინტერესო იყო , როგორც დანარჩენები. მოხდა ჯგუფის წევრებს შორის აზრების გაცვლა - გამოცვლა, დისკუსია. პროექტის შექმნა შედის აქტიურ ფაზაში. უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება.  
     მიმართულების მიმცემი კითხვები მნიშვნელოვანია არა მარტო პროექტის შექმნის დროს  , არამედ მთლიანად სასწავლო პროცესში. ამ კითხვებს შეუძლია ბავშვები უფრო დააინტერესოს ამა თუ იმ თემამ და მოუნდეთ უფრო მეტის მოზიება.